Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო რეზოლუციის პროექტი მოამზადა "ნაციონალურმა მოძრაობამ"


რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტის შესახებ საპარლამენტო რეზოლუციის პროექტი მოამზადა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. 5-პუნქტიანი პროექტით, საქართველოს პარლამენტმა მთავრობას უნდა მოუწოდოს, გადახედოს რუსეთის მიმართ დღემდე წარმოებულ კონტრპროდუქტიულ პოლიტიკას, გააუქმოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი დაშეწყვიტოს საერთაშორისო ასპარეზზე საუბარი რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შესახებ, რადგან მსგავსი სპეკულაცია იწვევს საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დაქვეითებას. ამავე პროექტით, პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, ყველა ზომას მიმართოს, რათა საქართველოს დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხები დაუკავშიროს უკრაინის დეოკუპაციის საკითხს და ისინი საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთ პაკეტად განიხილოს. ნაციონალური მოძრაობა ასევე მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სანქციებს და ყველა ზომას მიმართოს, რათა ამ სანქციების გაუქმების წინაპირობებს შორის მოხვდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გაყვანა. ამავე რეზოლუციის პროექტით, საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებებზე ხელახლა უნდა წამოჭრას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხი.

XS
SM
MD
LG