თბილისში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის გაძარცვის ბრალდებით პოლიციამ 2 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. სამინისტროს ცნობითვე, ტაძრიდან მოპარული ნივთები დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას აღმოაჩინეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გრძელდება. ტაძარი 14 ოქტომბერს, ღამით გაიძარცვა.
ყველაზე პოპულარული
1