Accessibility links

პრაღაში დასრულდა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა


პრაღაში დასრულდა შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის. როგორც იუწყებიან, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რუსეთის და აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ე.წ. ხელშეკრულების პროექტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს კარასინის სიტყვებს, რომ რუსეთი არ აპირებს ამ პროექტის გადასინჯვას და ხელშეკრულებაზე უარის თქმას. ამავე წყაროს ცნობით, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა ყველაზე მწვავე იყო და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან მათი პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია. ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი არ იზიარებს პოლიტიკოსთა ნაწილის მოთხოვნას, რომ კარასინთან შეხვედრების ფორმატი უნდა გაუქმდეს. „ეს შეხვედრები გამართლებულია თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების საკითხიც განიხილება“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

XS
SM
MD
LG