Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი ევროპას აფრთხილებს გაზის კრიზისის შესაძლებლობაზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ევროპას აფრთხილებს, რომ ამ ზამთარს რუსეთიდან მიწოდებულ ბუნებრივ აირს ემუქრება „მნიშვნელოვანი სატრანზიტო საფრთხე“. სერბიაში ვიზიტით მყოფმა პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, თუ უკრაინა უნებართვოდ დაიწყებს საექსპორტო მილსადენებიდან ევროკავშირისთვის განკუთვნილი გაზის წაღებას, რუსეთი „შესაბამისად შეამცირებს მოპარულ რაოდენობას მიწოდებული გაზის ხარჯზეო.“ თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, იმედი მაქვს საქმე აქამდე არ მივაო. რუსეთმა უკრაინას გაზი გაუძვირა მას შემდეგ, რაც თებერვალში დაამხეს უკრაინის პრო-რუსულად განწყობილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი. შემდეგ, ივნისში მან უკრაინას შეუწყვიტა გაზის მიწოდება, როცა კიევმა გაზრდილი ფასის გადახდა ვერ შესძლო. 2006 წლის შემდეგ ეს გაზის ფასებთან დაკავშირებული მესამე უთანხმოებაა მოსკოვსა და კიევს შორის. რუსეთი ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილეს მიმწოდებელს წარმოადგენს, ის ბლოკს მოხმარებული გაზის დაახლოებით მესამედს აწვდის.

XS
SM
MD
LG