Accessibility links

logo-print

ბაღდადში ათობით ადამიანი დაიღუპა შიიტების უბნებში ძალადობის შედეგად


ბაღდადში, სულ ცოტა, 47 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაიჭრა შიიტების უბნებში ძალადობის რამდენიმე აქტის შედეგად. ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას მაღაზიებთან ალ-დავლაის რაიონში. დაიღუპა, სულ ცოტა, 14 და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს დასავლეთ და ჩრდილოეთ ერაყში, ისევე როგორც მეზობელ სირიაში.

XS
SM
MD
LG