Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი: - რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება აფხაზების თვითგამორკვევას ემუქრება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებაზე და განაცხადა, რომ ის შემაშფოთებელია პირველ რიგში იმ საფრთხეების გამო, რასაც ის აფხაზებს უქმნის. „მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების - აფხაზების, როგორც ამაყი ერის ბედი, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებო“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. "არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის.“ - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG