Accessibility links

logo-print

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს "ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორი


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" თავმჯდომარე და შპს "ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორის, ზაზა რაზიკაშვილის წინააღმდეგ. გამოძიების ინფორმაციით ზაზა რაზიკაშვილმა 2006 - 2010 წლებში, მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი და კომერციული ფართებისათვის გადახდილი ფულის მხოლოდ ნაწილი მოახმარა ქ.თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც დღესაც დაუსრულებელია, ხოლო 14 800 000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა მიითვისა, რითაც 100-ზე მეტ მოქალაქეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

XS
SM
MD
LG