Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: ოკუპაცია თვითგამორკვევისთვის ბრძოლა არ არის


საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა პრემიერის განცხადებაზე აფხაზეთის თვითგამორკვევისთვის ბრძოლაზე და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშილმა "მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლა წყალში გადაყარა". სააკაშვილმა დაწერა: "გუშინ, საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა. "თვითგამორკვევა" ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს, ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის" საერთაშორისო აღიარებისკენ". ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს.

XS
SM
MD
LG