Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერი: უკრაინის თაობაზე შეხვედრის შემდეგ „მართლა პოზიტიური“ განცდა მაქვს


იტალიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ „მართლა პოზიტიური“ განცდა ჰქონდა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობების თაობაზე მილანში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ევროპის კავშირის ლიდერები. თუმცა, მატეო რენციმ თქვა, რომ ახლა გარღვევის ნიშანი არ ჩანს. პუტინის შეფასებით, შეხვედრა „კარგი, დადებითი“ იყო. ბრიტანეთის პრემიერის, დევიდ კამერონის განაცხადებით, პუტინმა დაარწმუნა შეხვედრის მონაწილეები, რომ არ სურს უკრაინის გაყოფა ან კონფლიქტის გაყინვა. მილანის შეხვედრა გაიმართა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებამ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის უკრაინის კრიზისის გარშემო დატოვა „პოზიციებს შორის სერიოზული სხვაობები.“

XS
SM
MD
LG