Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობა რამადიში კომენდანტის საათს აწესებს


ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ რამადიში კომენდანტი საათის დააწესა, რათა შეაფერხოს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების რაზმების მოძრაობა ქალაქში. ანბარის პროვინციის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის თქმით, აბაჰ კარჰუტის თქმით, 17 ოქტომბერს კომენდანტის საათი დაიწყო შუაღამისას, რათა შეიზღუდოს ლაქაში შესვლა და გასვლა. მეამბოხეებმა რამადიში წინსვლას მიაღწიეს აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაციის იერიშების მიუხედავად. რამადი ბაღდადიდან 100 კილომეტრშია. აშშ-ის არმიის წარმომადგენლების თანახმად, ბაღდადს უშუალო საფრთხე ისლამური სახელმწიფოსგან არ ემუქრება.

XS
SM
MD
LG