Accessibility links

ლონდონელი მეთვალყურეები: ისლამური სახელმიწფო თვითმფრინავებს იყენებს


ბრიტანეთში დაფუძნებული სამეთვალყურეო სამსახურის თანახმად, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თვითმფრინავებს იყენებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის ამ ორგანიზაციის მეთაურის, რამი აბდელ რაჰმანის თქმით, თვითმხილველების თანხმად, სირიის ქალაქ ალეპოს მახლობელი საჰაერო ბაზიდან (ამ არეალს ისლამურ სახელმწიფო აკონტროლებს) თვითმფრინავები აფრინდნენ. ხალხმა დაინახა თვითმფრინავები, რომლებიც ცაში აიჭრებიან და კვლავ უკან ბრუნდებიან, აცხადებს რაჰმანი, რომელიც ამტკიცებს, რომ თვითმფრინავებს ერაყის ყოფილი მთავრობის, სადამ ჰუსეინის პერიოდის მფრინავები მართავენ. არ არის ცხადი, აქვთ თუ არა იარაღი ამ თვითმფრინავებს. ცნობით, აშშ-ის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანეს სირიის ქალაქ კობანიზე, სადაც ქურთი მეომრები ალყაში იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG