Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: რუსეთმა სააკაშვილის მმართველობის დროს აღიარა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას სამეგრელოს რეგიონიდან უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას დაკარგა კოდორის ხეობა, მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარა. „დღეს ეს ადამიანი ჩვენ ჭკუას გვასწავლის და გვეუბნება, რომ სიტყვა, რომელიც ვიხმარეთ, ეგრეთ წოდებული და ბრჭყალებში ჩასმული, თურმე საფრთხეს უქმნის ჩვენ სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა სენაკში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს მხოლოდ ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომლის მიზანია საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და მოსახლეობის კეთილდღეობა ერთიან ძლიერ საქართველოში. პრემიერ-მინისტრის განცხადებთვე, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად უნდა ააშენონ ევროპული ტიპის ძლიერი, თანამედროვე და განვითარებული სახელმწიფო.

XS
SM
MD
LG