Accessibility links

logo-print

იტალიის პრემიერი: უკრაინის თაობაზე შეხვედრის შემდეგ „მართლა პოზიტიური“ განცდა მაქვს


იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მართლა პოზიტიური“ განცდა ჰქონდა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობების თაობაზე მილანში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ევროპის კავშირის ლიდერები. თუმცა, მატეო რენციმ თქვა, რომ ახლა გარღვევის ნიშანი არ ჩანს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გარღვევა არ მომხდარა, რომ კრემლი განაწყენებული ადანაშაულებს დასავლეთის ლიდერებს მოუქნელობაში ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების დროს. პუტინის შეფასებით, შეხვედრა „კარგი, დადებითი“ იყო. მისმა პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უფრო უარყოფითი შეფასება მისცა შეხვედრას და თქვა, რომ მოლაპარაკება რთულია, აღსავსე გაუგებრობებით, უთანხმოებით, მაგრამ ის მიმდინარეობს, აზრთა გაცვლა გამოცვლა გრძელდება. ბრიტანეთის პრემიერის, დევიდ კამერონის განაცხადებით, პუტინმა დაარწმუნა შეხვედრის მონაწილეები, რომ არ სურს უკრაინის გაყოფა ან კონფლიქტის გაყინვა.

XS
SM
MD
LG