Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის და რუსეთის ლიდერებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, პრაქტიკული შედეგი არ გამოუღია რუსეთიდან გაზის მიწოდების თაობაზე მილანში გამართულ მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. „გარკვეული პროგრესი გვაქვს, მაგრამ დეტალები კვლავაც დასაზუსტებელიაო“ - განაცხადა პოროშენკომ დახურულ კარს მიღმა გამართული, 45-წუთიანი შეხვედრის მერე. შეხვედრა გაიმართა ევროპა-აზიის სამიტის კულუარებში. თუმცა, პუტინმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ გაზის მიწოდების პირობებზე „ზამთრის პერიოდში მაინც.“ მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები ქვეყანას დაეხმარებიან გაზის დავალიანების დაფარვაში. რუსეთმა უკრაინას შეუწყვიტა გაზის მიწოდება და კიევისგან მილიარდობით დოლარის გადახდას მოითხოვს. უფრო ადრე პუტინმა და პოროშენკომ მოლაპარაკება გამართეს საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებთან ერთად, თუმცა უკრაინის კრიზისის თაობაზე გარღვევისთვის არ მიუღწევიათ. შეხვედრის ფონია უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლა კიევსა და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის.

XS
SM
MD
LG