Accessibility links

logo-print

წუხელ ჰონ-კონგში ახალი შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის


წუხელ ჰონ-კონგში ახალი შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. დაკავებულია 26 ადამიანი. პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ხელკეტები და პილპილის გაზი გამოიყენა. ხელისუფლება აცხადებს, რომ არეულობის დროს დაშავდა სამართალდამცავი ორგანოების 15 თანამშრომელი. სექტემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ, რომ ჰონ-კონგში 2017 წელს პირდაპირი არჩევნებით მოხდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა. აქამდე მას ირჩევდა პეკინის კონტროლქვეშ მყოფი ამომრჩეველთა კოლეგია.

XS
SM
MD
LG