Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები


ერაყის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები და, ამგვარად, შეივსო პრემიერ-მინისტრ ჰაიდარ ალ-აბადის მთავრობის კაბინეტის ღია თანამდებობები. კანონმდებლებმა 18 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცეს აბადის პოლიტიკური ბლოკის შიიტი წარმომადგენელი მოჰამედ სალემ ალ-ღაბანი. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცეს სუნიტური ბლოკის წარმომადგენელი ხალედ ალ-ობეიდი. ამასობაში ერაყი უმძიმეს კრიზისში იმყოფება უკანასკნელ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ქვეყნის დიდი ტერიტორიები აქვს დაკავებული დასავლეთსა და ჩრდილოეთში. პარლამენტმა თავდაპირველად უარი თქვა ამ პოსტებზე აბადის ორი სხვა კანდიდატის დამტკიცებაზე. აბადის კაბინეტის სხვა მინისტრები პარლამენტმა მალევე დაამტკიცა მას მერე, რაც ის პრემიერ-მინისტრად იქნა დასახელებული სექტემბერში.

XS
SM
MD
LG