Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელ სასულიერო პირთა ჯგუფმა დაგმო ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“


პაკისტანელ სასულიერო პირთა ჯგუფმა დაგმო ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. პაკისტანში იზრდება შიში, რომ დაჯგუფებამ შესაძლოა შევსება მიიღოს ქვეყნის ისლამისტი მეამბოხეების რიგებიდან. პაკისტანის ულემის საბჭომ განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებს ერაყსა და სირიაში, ეწინააღმდეგება ისლამის მოძღვრებას. „ისლამი და მუსლიმები მხარს ვერ დაუჭერენ უდანაშაულო ხალხის მკვლელობას, მათი ქონების განადგურებას ‘ისლამური სახელმწიფოს’ მიერ“, ნათქვამია განცხადებაში. საბჭომ ასევე მოუწოდა ხალხს და ახალგაზრდობას მუსლიმურ სახელმწიფოებში, თავი აარიდონ ნებისმიერ მოძალადე ჯგუფს, რომელიც ისლამისა და მუჰამედის სწავლებათა საპირისპიროდ მოქმედებს. პაკისტანელმა თალიბებმა ახლახან განაცხადეს, რომ მებრძოლებს გაგზავნიან „ისლამური სახელმწიფოს“ დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG