Accessibility links

logo-print

დააკავეს „ჯარისკაცების დედების კომიტეტის“ ბუდიონოვსკის ფილიალის ხელმძღვანელი


„ჯარისკაცების დედების კომიტეტის“ ბუდიონოვსკის ფილიალის ხელმძღვანელი ლიუდმილა ბოგატენკოვა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. როგორც იტყობინებიან, 17 ოქტომბერს პოლიციამ გაჩხრიკა 73 წლის ბოგატენკოვას სახლი, 18-ში კი ის დააპატიმრეს. როგორც „ჯარისკაცების დედების კომიტეტი“ აცხადებს, დაპატიმრება დაკავშირებულია ბოგატენკოვას აქტივისტურ საქმიანობასთან. ბოგატენკოვა უკრაინაში რუსეთის ჯარისკაცების სიკვდილის ფაქტებს იკვლევდა. ორგანიზაციის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ასზე მეტი ჯარისკაცი იბრძოდა უკანასკნელ ხანებში უკრაინის პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდამხარ.

XS
SM
MD
LG