Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში მოკლულია 5 ოქტომბერს მოწყობილ აფეთქებასთან დაკავშირებული პირი


გროზნოში მოკლულია მამაკაცი, რომელმაც, სამართალდამცველი ორგანოების თქმით, 5 ოქტომბერს აფეთქება მოაწყო ჩეჩნეთის დედაქალაქში. იმ აფეთქების შედეგად ხუთი პოლიციელი დაიღუპა და 13 დაიჭრა. რუსეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა საინფორმაციო სააგენტოებს შეატყობინეს, რომ მოკლულია უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრი, 1981 წელს დაბადებული ასლან ალისხანოვი, რომელიც ფედერალური მასშტაბით იძებნებოდა.

XS
SM
MD
LG