Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა და ავღანეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას


თურქეთმა და ავღანეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოება, რეკონსტრუქცია, ვაჭრობა და ინვესტიციები. შეთანხმებას ხელი მოეწერა 18 ოქტომბერს, ავღანეთში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ერთდღიანი ვიზიტის დროს. ეს თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი იყო ავღანეთში უკანასკნელი ექვსი ათეული წლის განმავლობაში. ერთობლივ პრესკონფრენციაზე ერდოანმა და მისმა ავღანელმა კოლეგამ, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადეს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს უფრო მეტ თურქულ ინვესტიციებს ავღანეთის სამთო-მომპოვებელ სექტორში.

XS
SM
MD
LG