Accessibility links

logo-print

ჰონ-კონგოში დღეს დილით განახლდა გააფთრებული შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


ჰონ-კონგოში დღეს დილით განახლდა გააფთრებული შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც დემოკრატიული საარჩევნო ნორმების დაცვას ითხოვენ. სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე დემონსტრანტი, ძირითადად სტუდენტი, ტრავმირებულია. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ქუჩის შეტაკებები განახლდა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათით ადრე ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლან ჩჟენიანი, რომელიც პეკინის განკარგულებებს ასრულებს, გამოვიდა მოწოდებით, 21 ოქტომბერს შეხვდეს სტუდენტებს. სექტემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ, რომ ჰონ-კონგში 2017 წელს პირდაპირი არჩევნებით მოხდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა. აქამდე მას ირჩევდა პეკინის კონტროლქვეშ მყოფი ამომრჩეველთა კოლეგია.

XS
SM
MD
LG