Accessibility links

logo-print

რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის სარეზერვო ფონდი შეიძლება ამოიწუროს


რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის სარეზერვო ფონდი შეიძლება ამოიწუროს, თუკი მიმდინარე „ნეგატიური ტენდენციები“, რომლებიც ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, 2015 წელსაც გაგრძელდება. რუსეთის სააუდიტო პალატის ხელმძღვანელმა ტატიანა გოლიკოვამ შაბათს სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ თუკი ნავთობის ფასების ვარდნისა და საერთაშორისო სანქციების გამო ვალების გასასტუმრებლად საჭირო გახდება სარეზერვო ფონდის გამოყენება, მაშინ ორი წლის განმავლობაში ფონდი დაცარიელდება. სარეზერვო ფონდი 2008 წელს შეიქმნა და მთავრობა მას იყენებს ბიუჯეტში გარღვევების ამოსავსებად, როცა რუსული ნავთობისა და გაზის გაყიდვით შემოსული თანხები იკლებს. ამავე დროს გოლიკოვამ თქვა, რომ მთავრობას აქვს ვითარების თავიდან ასაცილებელი გეგმები და რომ 2015 წლის ბიუჯეტს საფრთხე არ ემუქრება.

XS
SM
MD
LG