Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: მოსკოვი ქედს არ მოუხრის დასავლეთს სანქციების მოსახსნელად


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი ქედს არ მოუხრის დასავლეთს სანქციების მოსახსნელად. კვირას რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას ლავროვმა თქვა „ჩვენ გვეუბნებიან, თუ უკრაინაში კრიზისის მოგვარებაში დაგვეხმარებით, სანქციებს მოგიხსნითო. „ჩვენი პასუხი ძალზე მარტივია: ჩვენ არ შევასრულებთ და არ დავთანხმდებით არცერთ კრიტერიუმს თუ პირობას“, თქვა ლავროვმა. მან დასავლეთს ბრალი დასდო, რომ ის უკრაინას საბაბად იყენებს რუსეთზე ზეწოლისთვის.

XS
SM
MD
LG