ერაყის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა, როცა თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა შიიტურ მეჩეთში ბაღდადის დასავლეთ ნაწილში. ჰართიიას რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიჭრა. დღესვე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სუიციდური თავდასხმა მოაწყვეს ერაყის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ, რათა შეეჩერებინათ ქალაქ ბაჯიიზე მათი იერიში. ბაჯიის ისლამისტური დაჯგუფება აკონტროლებს.
ყველაზე პოპულარული
1