Accessibility links

logo-print

აშშ სამხედროებმა ქურთ მეომრებს ჰაერიდან მიაწოდეს დახმარება


აშშ-ის არმიის სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენჯერმე ჰაერიდან ჩაუყარეს დახმარების ტვირთი სირიის ქალაქ კობანისთან ახლოს ქალაქის ქურთ დამცველებს. 19 ოქტომბერს ქურთებს ამ გზით მიაწოდეს იარაღი, ტყვია-წამალი და სამედიცინო დახმარების საშუალებები. მანამდე აშშ-მა განაცხადა, რომ 11 საჰაერო დარტყმა განახორციელა კობანის არეალში ქურთი მეომრების დასახმარებლად და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების შესაჩერებლად. ექსტრემისტები ცდილობდნენ ქურთებისთვის თურქეთიდან მომარაგების ხაზები გადაეჭრათ. ბრიტანეთში არსებულმა „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში კობანიში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 70 ექსტრემისტი მოკლეს.

XS
SM
MD
LG