Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შპიგელი" - "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავი უკრაინის არმიისთვის წართმეული იარაღით ჩამოაგდეს


გერმანიის მედიის ცნობით, გერმანიის დაზვერვა პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს ადანაშაულებს „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში. „შპიგელი“ აქვეყნებს სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელ გერჰარდ შინდლერის სიტყვებს, რომლის თანახმად, თვითმფრინავი პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა უკრაინის სამხედრო ბაზიდან მოპოვებული „ბუკის“ სისტემის იარაღიდან ნასროლი ჭურვით ჩამოაგდეს. კიევი და დასავლეთი აცხადებდნენ, რომ სეპარატისტებმა სამგზავრო თვითმფრინავს ესროლეს იარაღიდან, რომელიც მათ რუსეთმა მიაწოდა. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ანდრეი პურგინი მყისიერად გამოეხმაურა გერმანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას და უარყო იგი. რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა - გერმანიის ინფორმცია აჩვენებს, რომ ტრაგედიაში „რუსეთის ხელი არ ურევია“-ო და აგრეთვე არ გამორიცხა, რომ ჭურვი „შესაძლოა უკრაინელ სამხედროებს ესროლათ“.

XS
SM
MD
LG