Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მაჭავარიანი: მთავრობამ არ მოინდომა მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას ამზადებდა - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა. მისივე თქმით, ეს არ უნდა ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მომზადებულიყო, რის შესახებაც საუბარი იყო პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებთან, მათ შორის აშშ-ში. მაჭავარიანის მტკიცებით, მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა და ის ჩაიშალა. პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. „დღეს უკვე სხვა ვითარებაა, მდგომარეობა გართულდა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის ორგანიზება ძნელია, თუმცა თუ პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვებიან, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და ეს აუცილებელიცაა, რადგან რუსეთმა სოხუმთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG