Accessibility links

მოსკოვი: შვედეთთან რუსეთის წყალქვეშა ხომალდები არ არის


რუსეთი აცხადებს, რომ მისი წყალქვეშა ხომალდებიდან არც ერთი არ მონაწილეობს პროცესში, რომელსაც შვედეთი უწოდებს სტოკჰოლმის ახლოს წყლებში მიმდინარე „უცხოეთის წყალქვეშა მოქმედებას.“ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ „არ შექმნილა არანაირი არარეგულარული ვითარება და, მით უფრო, არ ყოფილა ავარიები, რომელშიც რუსეთის საზღვაო ხომალდები მიიღებდნენ მონაწილეობას.“ შვედეთში გამომავალი, ავტორიტეტიანი გამოცემა „სვენსკა დაგბლადეტი“ წერდა, რომ შვედეთმა 17 ოქტომბერს გემებით, სამხედროებით და ვერტმფრენებით დაიწყო ძებნის ოპერაცია, რომლის ძირითად სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის დაზიანებული წყალქვეშა ხომალდი. გაზეთის თანახმად, შვედეთის არმიამ დაიჭირა დახმარების რუსულენოვანი სიგნალი, რომელიც კალინინგრადის საზღვაო ბაზაზე იყო გაგზავნილი. შვედეთის არმიამ გაზეთს კომენტარზე უარი უთხრა. ძებნის ოპერაციის ფონია სკანდინავიის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მზარდი დაძაბულობა რუსეთთან, უკრაინის კრიზისის გამო.

XS
SM
MD
LG