Accessibility links

logo-print

თურქეთი ერაყელ ქურთ მებრძოლებს ეხმარება კობანიში ჩასვლაში


თურქეთის მთავრობა მონაწილეობს ერაყელი ქურთი მებრძოლების სირიის ქალაქ კობანიში გადაყვანის პროცესში, რათა მათ ეს ქალაქი დაიცვან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან. პოლიტიკის ცვლილების შესახებ 20 ოქტომბერს ანკარაში გამოაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება კვლავაც გრძელდება, თუმცა უარი თქვა დეტალების გახმაურებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 18 ოქტომბერს სატელეფონო კონსულტაცია გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, რომლის დროსაც კობანიში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. 19 ოქტომბერს აშშ-ის არმიამ ჰაერიდან მიაწოდა კობანიში ქურთ მებრძოლებს იარაღი და ტყვია-წამალი. აშშ-ის არმიის განცხადებით, აშშ-მა კობანის გარშემო „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების წინააღმდეგ 135-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა. კობანის ქურთ მებრძოლებს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები თვეზე მეტია უტევენ.

XS
SM
MD
LG