Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მუშაობა არ მიმდინარეობდა


არანაირი დიპლომატიური არხებით საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მუშაობა არ მიმდინარეობდა - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისთვის უცნობია, ეწეოდა თუ არა პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი რაიმე საქმიანობას დიპლომატიური ურთიერთობის ჩარჩოებს მიღმა. დავით ზალკალიანის განმარტებით, უმაღლესი დონის ვიზიტების ორგანიზება ძალიან სერიოზული საკითხია, მასში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს ჩართული და მუშაობა დიპლომატიური არხებით უნდა ხორციელდებოდეს. დავით ზალკალიანის განცხადებითვე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, მუშაობა შუამავალი შვეიცარიის მეშვეობით უნდა დაწყებულიყო, თუმცა, არათუ ნოტა, ოფიციალური წერილიც კი არ გაგზავნილა.

XS
SM
MD
LG