Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ბერლინში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბერლინში, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველს კრისტოფერ ჰოისგენს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბერლინში ვიზიტისას მაია ფანჯიკიძე შეხვედრას გეგმავს გერმანიის მრეწველთა ასოციაციის პრეზიდენტთან მარკუს ფელსნერთანაც. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეთა ინსტიტუტში გაიმართება თემაზე "საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე."

XS
SM
MD
LG