Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ შეცვალა მერაბიშვილის ხუთწლიანი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება


ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს შს-თა ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს ხუთწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლების და დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში აღმოჩენილი დარღვევების ბრალდებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზეც. მას დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში დარღვევების გამო 50 ათასი ლარის ჯარიმა აქვს შეფარდებული.

XS
SM
MD
LG