Accessibility links

ჰიუმან რაიტს უოჩი: უკრაინის არმიამ დონეცკში კასეტური ბომბები გამოიყენა


უფლებადამცავი ორგანიზაციის, ჰიუმან რაიტს უოჩის თანახმად, უკრაინის მთავრობის ძალებმა დონეცკში, დასახლებულ არეალებში, ოქტომბრის თვეში, კასეტური ბომბები გშამოიყენესნ. ნიუ იორკში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ დოკუმენტირებულია კასეტური იარაღის ფართო გამოყენება მთავრობის ჯარსა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის ბრძოლის დროს ათზე მეტ ადგილას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ არაერთ შემთხვევაში თავდასხმისთვის პასუხიმგებელი ძალების დადგენა შეუძლებელია და დასძენს, რომ რამდენიმე შემთხვევაში ძლიერ მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ უკრაინის მთავრობის ძალებმა იხმარეს ეს იარაღი. ჰიუმან რაიტს უოჩი თავის ანგარიშში წერს, რომ დასახლებულ რეგიონებში გამოყენება კასეტური ბომბებისა, რომელიც აფეთქებისას მცირე ნაწილებად გაიტყორცნება სხვადასხვა მიმართულებით დიდ არეალში, იარაღის არაარჩევითი ბუნების გამო, ომის წესების დარღვევაა და შეიძლება შეფასდეს, როგორც საომარი დანაშაული. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგნელმა, ბოგდან სენიკმა უარყო ბრალება, როგორც „უსაფუძვლო“.

XS
SM
MD
LG