Accessibility links

პერფორმანსით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ


21 ოქტომბერს თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან შეიკრიბა ასამდე აქტივისტი (უმეტესწილად ქალები), რომლებმაც თავისებური პერფორმანსით გამოხატეს პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული შემთხვევების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან მიიტანეს და იქვე დატოვეს ქვაბები, ტაფები, სხვადასხვა სახის ჭურჭელი თუ სამზარეულოს აღჭურვილობა. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში გახშირდა ქალების მკვლელობის ფაქტები, რომელთა უმრავლესობა ოჯახურ ძალადობას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG