Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში კიევს და მოსკოვს შორის გაზის თაობაზე მოლაპარაკება იმართება


ბრიუსელში უკრაინის, რუსეთის და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ორ ქვეყანას შორის გაზის თაობაზე უთანხმოების მოგვარების მიზნით მსჯელობენ. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის და უკრაინელი კოლეგის, იური პროდანის მოლაპარაკებას შუამავლობს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი, გიუნტერ იოტინგერი. რუსეთმა უკრაინას გაზის ფასი გაუზარდა ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ, თებერვალში და შემდეგ, ივნისში, მიწოდება შეუწყვიტა, როცა კიევმა არ გადაიხადა გაზრდილი საფასური. გარკვეული წინსვლა იყო ორი ქვეყნის პრეზიდენტებს, პეტრო პოროშენკოს და ვლადიმირ პუტინს შორის გასულ კვირაში გამართული მოლაპარაკების დროს.

XS
SM
MD
LG