Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ერაყს სამხედრო თანადგომას დაპირდა


ერაყის პრემიერ-მინისტრი, ჰაიდარ ალ-აბადი თეირანში ჩავიდა თავის პირველ ვიზიტად ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ. ალ-აბადის სტუმრობის მიზანი, ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მათ შორის პრეზიდენტ, ჰასან როჰანისთან, ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის თაობაზე მოლაპარაკებაა. ირანის პრეზიდენტმა, შეხვედრის დროს, დახმარება აღუთქვა ერაყელს სტუმარს სამხედრო მრჩევლებითა და იარაღით. აბადიმ თავის მხრივ, თქვა, რომ „ტერორისტები“ რეგიონს უქმნიან საფრთხეს და ცდილობენ შიიტ და სუნიტ არაბებს შორის გაყონ ის. ვიზიტი ემსახურება ასევე ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის და მშენებლობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

XS
SM
MD
LG