Accessibility links

logo-print

პოლონეთის ყოფილი მინისტრი: პუტინი პოლონეთს უკრაინის გაყოფას სთავაზობდა


პოლონეთის პარლამენტის სპიკერი, რადოსლავ შიკორსკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2008 წელს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შესთავაზა, უკრაინა გავიყოთო. შიკორსკი, მაშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლდა ტუსკს მოსკოვში ვიზიტისას 2008 წელს. მან აშშ-ის საინტერნეტო გამოცემას, პოლიტიკოს“ ამცნო, რომ პუტინს „სურდა უკრაინის გაყოფის მონაწილეები ვყოფილიყავით, ეს იყო ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან პრემიერს, ტუსკს უთხრა, როცა მოსკოვში იყო“. შიკორსკის თანახმად, ტუსკს ამ შეთავაზებაზე არ უპასუხია. მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის საპარლამენტო სპიკერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ პოლონეთის, რუმინეთის და უკრაინის მთავრობებს შეთავაზა, ერთად გავიყოთ უკრაინაო.

XS
SM
MD
LG