Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ბერლინში შეხვდება ანგელა მერკელს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 22 ოქტომბერს ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. კერის ეს ვიზიტი ბერლინის კედლის დანგრევის 25 წლისთავის აღნიშვნას უკავშირდება. ჯონ კერი ბერლინში 21 ოქტომბერს ჩავიდა და ღამითვე შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა იმსჯელეს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე ერაყსა და სირიაში, კონფლიქტზე აღმოსავლეთ უკრაინაში, ებოლის ვირუსის გავრცელების საფრთხესა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე. 22 ოქტომბერს ჯონ კერი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გვირგვინით შეამკობენ ბერლინის კედლის მემორიალს. ბერლინის კედელი 1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა.

XS
SM
MD
LG