Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობანის უდიდეს ნაწილს კვლავ ქურთი დამცველები აკონტროლებენ


აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, სირიის ქალაქ კობანის ქურთი დამცველები კვლავაც ქალაქის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ წინსვლას. პენტაგონის სპიკერმა ადმირალმა ჯონ კირბიმ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვითარება კვლავაც „არამყარია“, მაგრამ მოცემული მომენტისთვის, ქურთების ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს, აშშ-ის საჰაერო დარტყმებით კი „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშის შეჩერება მოხერხდაო. კირბის განცხადებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ კვლავაც ემუქრება კობანის. საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის ლიდერობით განაგრძობდა საჰაერო დარტყმებს მას შემდეგ, რაც 20 ოქტომბერს აშშ-ის სატვირთო თვითმფრინავებიდან კობანის ქურთ დამცველებს იარაღი და სამედიცინო საშუალებები ჩაუყარეს. თუმცა, კირბი არ გამორიცხავს, რომ ჩაყრილი იარაღის 28 შეკვრიდან სულ ცოტა ერთი შეკვრა ექსტრემისტების ხელში მოხვდა.

XS
SM
MD
LG