Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გაზზე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბრიუსელში პროგრესით დასრულდა


ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ 21 ოქტომბრის მოლააპრაკებები უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის რუსეთის ბუნებრივი აირის უკრაინისთვის მიწოდების საკითხზე არსებითი პროგრესით დასრულდა. ოტინგერის თანახმად, წინასწარი შეთანხმებით, უკრაინა მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთისგან 4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენას აპირებს. უკრაინა უკვე მოხმარებული აირის საფასურს - მილიარდ 400 მილიონ დოლარს ოქტომბრის ბოლომდე, დანარჩენ - მილიარდ 600 მილიონ დოლარს კი წლის ბოლომდე გადაუხდის რუსეთს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ბუნებრივ აირზე ფასი იქნება $385 ათას კუბურ მეტრ აირზე, 100 დოლარით ნაკლებია, ვიდრე რუსეთი სულ რაღაც კვირების წინ მოითხოვდა. ეს ფასი ძალაში იქნება 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის მარტის ბოლომდე. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ევროკავშირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უკრაინა 2014 წლის ბოლომდე გადაუხდის რუსეთს დავალიანებას - 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარს. ოტინგერმა განაცხადა, რომ მორიგი შეხვედრა ბრიუსელში 29 ოქტომბერს გაიმართება. 22 ოქტომბერს სააგენტო „ტასის“ ოფისში რუსეთის ბუნებრივი აირის საკითხზე გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგებს ჟურნალისტებს გააცნობენ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი და კონცერნ „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.

XS
SM
MD
LG