Accessibility links

გენერალი ფილიპ ბრიდლავი თბილისშია


ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოშია. 22 ოქტომბერს მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში მიიღებს. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს გენერალი ფილიპ ბრიდლავი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება. ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს და მათ კითხვებს უპასუხებს. ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოდან 22 ოქტომბერს გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG