Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის ქალაქ ოტავაში შეიარაღებულმა პირმა ჯარისკაცს ესროლა


კანადის პოლიცია, ოტავაში, პარლამენტის შენობასთან და შენობაში ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელმაც მანამდე პარლამენტის შენობის წინ, ომის მემორიალთან, კანადელ ჯარისკაცს ესროლა და დაჭრა. არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელი შეიძლება პარლამენტის შენობაში შევიდა. პრემიერ-მინისტრი, სტივენ ჰარპერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ინციდენტი მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც უცნობმა პირმა ავტომანქანით გადაუარა და მოკლა კანადელი ჯარისკაცი, სანამ მას პოლიცია ესროდა და მოკლავდა. პოლიციამ მომხდარს ტერაქტი უწოდა. კანადის მთავრობამ უფრო ადრე გამოაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხის დონე "დაბლიდა"ნ, ასწია "საშუალომდე" უშიშროების სამსახურების ხელში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ გარკვეულ ჯგუფებს ან პირებს კანადაში არ მის გარეთ, აქვთ გეგმა და შესაძლებლობა, ჩაიდინონ ტერორისტული აქტი.

XS
SM
MD
LG