Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში ქალაქ იგუალის მერის დაპატიმრების ბრძანება გასცეს


მექსიკის მთავრობამ გასცა განკარგულება დააპატიმრონ სამხრეთით მდებარე ქალაქ იგუალის მერი. იგუალაში გასულ თვეს 6 ადამიანი დაიღუპა და 43 სტუდენტი გაქრა პოლიციასთან შეტაკების შემდეგ. მექსიკის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მერმა, ხოსე ლუის აბარკამ პოლიციური ოპერაციის ჩატარება ბრძანა, რათა შეეჩერებინა სტუდენტები მისი ცოლის მერ ორგანიზებული ღონისძიების ჩაშლისგან. მერი და მისი ცოლი მიმალულები არიან. სტუდენტები ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც პოლიცია მათ მანქანებში სვამდა.

XS
SM
MD
LG