Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა სოფელ მოხეში შექმნილ ვითარებას


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში შექმნილ ვითარებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი განცხადებით, სოფელ მოხეში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებული კულტურის სახლის ადგილას უწინ მართლმადიდებლური ტაძარი იყო, მუსლიმები კი აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიაზე მეჩეთი მდებარეობდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვიტა შენობაში გახსნას ბიბილიოთეკა, რომლითაც ორივე კონფესიის წარმომადგენლები ისარგებლებენ. პრემიერ-მინისტრმა სოფელ მოხეში მომხდარი ძალადობა დაგმო და ქვეყნის ყველა მოქალაქეს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა აღმსარებლობის მოქალაქეთა უფლებები და ისინი ვერავინ შელახოს.

XS
SM
MD
LG