Accessibility links

logo-print

სანიკიძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეფერხდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი არა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, არამედ მის მოსაზღვრე სამ სოფელში შეფერხდა. თამარ სანიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შექმნილი ვითარების გამო ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლებს კონტაქტი აქვთ სკოლების დირექტორებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. განათლების მინისტრს იმედი აქვს, რომ პრობლემა სწრაფად მოგვარდება და შექმნილი სიტუაცია მოზარდების ინტერესებს არ დააზარალებს.

XS
SM
MD
LG