Accessibility links

პრემიერ-მინისტრი: კანადას სროლის ინციდენტი ვერ დააშინებს


კანადის პრემიერ-მინისტრის, სტივენ ჰარპერის თქმით, „კანადა არ შედრკება“ და შეებრძოლება ტერორიზმს. მისი განცხადების ფონია ოტავაში ოთხშაბათს მომხდარი თავდასხმა - პარლამენტის შენობასთან ახლოს განთავსებული ომის მსხვერპლთა მემორიალის წინ მდგარ სამხედროს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. ჰარპერი 22 ოქტომბერს გამოვიდა სიტყვით, მაშინ როცა ოტავაში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ მოკლა პარლამენტის შენობაში. კანადის დედაქალაქის რამდენიმე მონაკვეთი ჩაკეტილი იყო, პოლიცია სხვა პოტენციურ ეჭვმიტანილებს ეძებდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, პოლიცია გამოძიებას ატარებს მაიკლ ზეჰაფ-ბიბოს სახელით ცნობილი კაცის გარშემო, რომელიც სროლაში შესაძლო ეჭვმიტანილად მიიჩნევა. ინციდენტი მოხდა მალე მას შემდეგ, რაც კანადამ გააძლიერა ტერორის საფრთხის ინდიკატორი, როცა სხვა სამხედრო იმსხვერპლა პირმა, რომელსაც ისლამი ჰქონდა მიღებული.

XS
SM
MD
LG