Accessibility links

logo-print

ასობით ისლამისტი ემსხვერპლა აშშ-ის ხელმძღვანელობით თავდასხმებს სირიაში


სირიელი აქტივისტების ცნობით, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა სირიაში ერთი თვის განმავლობაში წარმოებული კამპანიის ფარგლებში, საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლეს 521 ისლამისტი მებრძოლი და 32 სამოქალაქო პირი. ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია აცხადებს, რომ მოკლულთა უმრავლესობა, 464 ადამიანი, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტი იყო. ამავე ორგანიზაციის ცნობით, სირიის მასშტაბით საჰაერო დარტყმებს ასევე ემსხვერპლა ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ალ-ნუსრას ფრონტის 57 წევრი. 22 ოქტომბერს ერაყის ნახევრადავტონომიურმა ქურთთა რეგიონმა დაამტკიცა სირიაში ფეშმერგას მებრძოლთა გაგზავნის გეგმა, რათა ისინი სხვა ქურთებს დაეხმარონ ქალაქ კობანის დაცვაში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან. კვირის დასაწყისში აშშ-ის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კობანის კვლავაც უტევს, თუმცა ქალაქის დიდ ნაწილს კვლავაც ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG