მზია ქველაძე შშმ პირთა საჭიროებებზე
23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მზია ქველაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების კომიტეტის წარმომადგენელი. მან ილაპარაკა შშმ პირებისა და მათზე მზრუნველების საჭიროებებზე. 22 ოქტომბერს კომიტეტის ორგანიზებით გამაფრთხილებელი აქცია მოეწყო საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. მონაწილეები მოითხოვენ: გაიზარდოს შშმ ბავშთა პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება; შეიცვალოს მიდგომა და სისტემა დღის ცენტრების მიმართ, ამასთანავე გაიზარდოს მათ რაოდენობა საქართველოს მასშტაბით; გაიზარდოს შშმ ბავშვთა პენსია და გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს; შშმ პირთა მზრუნველ პირებს დაენიშნოთ პენსია; გადაიხედოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა და მოერგოს ის შშმ ბავშვთა საჭიროებებს; 18 წლისა და ზემოთ ასაკის და ღრმა გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირებისთვის შეიქმნას სერვისები (დღის ცენტრი, სამკურნალო რეაბილიტაცია, შინ მომსახურება, სათემო ორგანიზაციები და მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებები).
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები