Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიბაუსკაიტე: რუსეთი უკრაინაში აკეთებს იგივეს, რაც საქართველოში გააკეთა


ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩასულმა ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში აკეთებს იგივეს, რაც საქართველოში გააკეთა: "ვფიქრობ, [აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის] ოკუპაცია ძალიან ცუდი რამ არის, თან ეს მეზობელმა ქვეყანამ, რუსეთმა გააკეთა. ახლა ეს მეზობელი იგივეს უკრაინაში აკეთებს. ეს ძალიან ცუდი რამაა და ევროპა ამას არასოდეს შეურიგდება" - განაცხადა გრიბაუსკაიტემ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ სტუბმა ბრიუსელში ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებაში გაუმჯობესება არ არის. მისი შეფასებით, ყირიმში შექმნილი სიტუაცია დღეს უკვე გაყინულ კონფლიქტს გავს, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინიდან არ მომხდარა რუსეთის სამხედროების გაყვანა. სტუბის აზრით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინაში გამართულად ჩატარდეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მოვლენები ამის შემდეგ განვითარდება.

XS
SM
MD
LG