Accessibility links

logo-print

WHO მოუწოდებს დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს მგზავრების კონრტოლის გამკაცრებისკენ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოუწოდებს დასავლეთ აფრიკაში ებოლით მოცულ ქვეყნებს გაამკაცრონ აეროპორტებსა და სხვა სატრანსპორტო პუნქტებში ამ ქვეყნებიდან მიმავალი მგზავრების შემოწმება. ჟენევაში ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მგზავრების შემოწმებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გვინეაში, ლიბერიასა და სიერა-ლეონეში, სადაც დაავადების მთავარი კერებია. ამ სამ სახელმწიფოში ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა 4900 ადამიანი. ექსპერტები თვლიან, რომ ამ ქვეყნებიდან მიმავალ მგზავრებს სულ ცოტა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსებინონ და ტემპერატურა გაუზომონ. გასულ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სპეციალისტების ჯუფებს გზავნის მალისა და კოტ-დივუარში, სადაც განსაკუთრებით მაღალია ებოლის გავრცელების რისკი. ეს ქვეყნები ესაზღვრება განას, სადაც მსოფლიოში წარმოებული კაკაოს მარცვლის 60% მოჰყავთ.

XS
SM
MD
LG